ნორბერტს როესგენი: ვიმედოვნებთ, რომ ვიზალიბერალიზაციას მიმდინარე წლის განმავლობაში მივაღწევთ

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი ჯანელიძე ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს. ნორბერტს როესგენს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი. ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე.
ბუნდესტაგის დეპუტატის განცხადებით, საქართველო ვითარდება როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად.
ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვიზალიბერალუზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების თვალსაზრისით, რაც, ბუნდესტაგის დეპუტატის თქმით, ქვეყანას აუცილებლად მოუტანს სასურველ შედეგს.
“შეხვედრისას ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ ორმხრივ ურთიერთობებზე. ევროპის კომისიამ წამოიწყო ინიციატივა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბარალიზაციასთან დაკავშირებით. მე სრულიად მხარს ვუჭერ ამ ინიციატივას. იყო მკაფიო შეთანხმება, რომ საქართველოს უნდა შეესრულებინა გარკვეული მოთხოვნები და წინაპირობები, რაც, ჩემი შეხედულებით, საქართველოს მხრიდან შესრულდა. ახლა ჯერი ევროპულ მხარეზეა, შეასრულოს ეს შეთანხმება. ჩვენ ორივემ დადებითად შევაფასეთ მიღწეული პროგრესი და ვიმედოვნებთ, რომ ვიზალიბერალიზაციას მიმდინარე წლის განმავლობაში მივაღწევთ”, – განაცხადა ნორბერტს როეტგენმა.
გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს შეხვედრები გაიმართება ბუნდესტაგში, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ანალიტიკურ ცენტრებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები