ეროვნული ბანკის საქმეზე მთავრობა მოპასუხე მხარეს აღარ წარმოადგენს

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოს პარლამენტთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში ეროვნული ბანკის საქმეზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენდნენ, პლენუმს შუამდგომლობით მიმართეს, აღარ ყოფილიყო მოპასუხე მხარე.
როგორ მთავრობის წარმომადგენელმა ბექა დოჭვირმა სხდომაზე განმარტა, აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური კომპეტენცია არ დაირღვევა.
პლენუმის მოსამართლეებმა მთავრობის შუამდგომლობა დააკმაყოფილეს. მოსარჩელე მხარე, თავისუფალი დემოკრატების” და “ნაციონალური მოძრაობის” 39 დეპუტატი არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და სადავოდ ხდიან საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 3 სექტემბერს “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებას, რომლის თანახმადაც “საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო” შეიქმნა და დაეკისრა იმ ფუნქციების განხორციელება, რაც სადავო ნორმის ამოქმედებამდე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები