პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე დაასახელა.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა პრინციპულობით უსამართლობასთან ბრძოლაში.
„ადამიანი, რომელიც გამორჩეულია თავისი პროფესიონალიზმით, პრინციპული და უშიშარი პოზიციით ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე-გირგვლიანის საქმეზე წინა ხელისუფლების დროს“, -განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანდიდატი უზენაეს სასამართლოში ლევან მურუსიძეს შეცვლის, რომელიც ცოტა ხნის წინ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები