გუდაური-კობის მონაკვეთზე 14:00 -დან 18:00 საათამდე მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ზვავსაშიშროებაა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე 25 თებერვლის დღის 14:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები