რატომ ადანაშაულებდა „ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილს უნიკალური მცენარეების უკანონო გადარგვაში

ვისი პროვოცირებულია ბათუმის ბოტანიკური ბაღის უსაფუძვლო სკანდალი; რატომ ადანაშაულებდა „ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილს უნიკალური მცენარეების უკანონო გადარგვაში; როგორ და ვისზე გასხვისდა ბოტანიკური ბაღის მიმდებარე სანაპირო ზოლი ერთ ლარად, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებით და ყალბი დოკუმენტაციით.
ამ თემას ეძღვნება ვახტანგ კომახიძის, ბექა კემულარიას და ბესო კურტანიძის დოკუმენტური ფილმი – „ლილიოდენდრონი“.
ფილმის თანახმად, ციხისძირში მდებარე მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლება 2011 წელს დარეგისტრირდა „ციხისძირში მდებარე მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2011 წელს დარეგისტრირდა.
სარეგისტრაციო დოკუმენტაციად წარმოდგენილ იქნა პრეზიდენტის განკარგულება და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია Redmenfederation-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება“,- აცხადებს საჯარო რეესტრის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით დევიძე.
გარდა ამისა, პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ამბობს, რომ როდესაც დაიკითხა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, გაირკვა, რომ ხელშეკრულება იყო ყალბი და მასზე ხელმოწერა არ ეკუთვნოდა ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელს.
მისივე თქმით, ოფშორული კომპანიის წარმომადგენელი საერთოდ არ არის ნამყოფი საქართველოში და მისი ხელმოწერაც გაყალბებულია. ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი, თინათინ ჩაჩანიძე ადასტურებს, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე დაფიქსირებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის.
„ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დოკუმენტაციაზე, რაზეც კი ჩემი სახელი ფიგურირებს, მე არანაირი კავშირი არ მქონია და ხელმოწერები მე არ მეკუთვნის“,-აცხადებს ჩაჩანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები