ვისი პროვოცირებულია ბათუმის ბოტანიკური ბაღის სკანდალი?

ვისი პროვოცირებულია ბათუმის ბოტანიკური ბაღის უსაფუძვლო სკანდალი; რატომ ადანაშაულებდა „ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილს უნიკალური მცენარეების უკანონო გადარგვაში; როგორ და ვისზე გასხვისდა ბოტანიკური ბაღის მიმდებარე სანაპირო ზოლი ერთ ლარად, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებით და ყალბი დოკუმენტაციით, – ამ თემას ეძღვნება ვახტანგ კომახიძის, ბექა კემულარიას და ბესო კურტანიძის დოკუმენტური ფილმი – „ლილიოდენდრონი“.
ფილმში პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი კონკრეტულ საქმეზე საუბრობს.
„2013 წლის 15 თებერვალს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სოფელ ციხისძირში არსებული სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
დადგინდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელიც 10 ჰექტარს შეადგენდა, თაღლითური გზით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ერთ-ერთი ოფშორული კომპანიის სახელზე დარეგისტრირდა. აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში სამართალდამცავი ორგანოები უკანონოდ იყვნენ ჩართულნი“,-აცხადებს პროკურორი.
დოკუმენტურ ფილმში ასევე მოცემულია ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის კომენტარი.
„ტერიტორია 2011 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გასხვისდა და მთავარი კითხვა სწორედ აქ იკვეთება – გასხვისებულია უზარმაზარი, უნიკალური ტერიტორია, არა ის ტერიტორია, სადაც ხეა. ხე არის რკინიგზის გადაღმა, რკინიგზის გადმოღმა არის ძალიან ლამაზი ბულვარი და ზღვა“,-აცხადებს ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები