გარემოს დაცვის სამინისტროში საქართველოში ჰიდროენერგოპროექტების კუმულატიური ზემოქმედების შეფასების საკითხზე იმსჯელეს

„ევროკავშირთან მიახლოება ჰიდროენერგოპროექტების გარემოზე კუმულატიური ზემოქმედების შეფასების სფეროში“, – პროექტის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში იმსჯელეს.
შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ მიმართა.
როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოში ჰიდროენერგოპროექტების კუმულატიური ზემოქმედების გააზრებული შეფასება.
აქტივობები გათვალისწინებულია პრაქტიკულ სამუშაოებსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
სემინარში სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა მიიღეს.
„ეს არის მეორე ეტაპი პროექტისა, რომელსაც ახორციელებს სამინისტრო. პროექტის ფარგლებში გაიმართება სამდღიანი ტრენინგ-სემინარი. სამინისტროს თანამშრომლებს ექნებათ შესაძლებლობა, ადგილზე, კონკრეტულ მდინარეზე დატესტონ ის ცოდნა და გამოცდილება, რასაც პროექტის ფარგლებში მიიღებენ“,-განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები