ობამა: აშშ და ევროპა რუსეთს ყირიმის გამო პასუხს აგებინებს
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა პირობას დებს, რომ უკრაინელ ხალხს მხარდაჭერის გარეშე არ დატოვებს. აშშ და ევროპა ერთიანია იმაში, რომ რუსეთმა პასუხი აგოს მისი ქმედებების გამო ყირიმში, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენმტმა ბარაკ ობამამ ნიდერლანდების პრემიერთან მარკ რიუტესთან ამსტერდამში გამართული შეხვედრის შემდეგ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ და ევროპა ერთიანია უკრაინელი ხელისუფლებისა და ხალხის მხარდაჭერაში.