კურორტ ბახმაროს განვითარებაზე მუშაობა იწყება (ვიდეო)

იგეგმება სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც კურორტ ბახმაროს განვითარების კომპლექსურ ღონისძიებებს დასახავს მიზნად და განახორციელებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ ბახმაროს დიდი პოტენციალი გააჩნია, ხოლო ტურიზმი ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული დარგია.
“იგეგმება სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც კურორტ ბახმაროს განვითარების კომპლექსურ ღონისძიებებს დასახავს მიზნად და განახორციელბს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კურორტების პოტენციალი ბოლომდე იქნას ათვისებული, ვინაიდან ტურიზმი არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული დარგი “,-განაცხადა პრემიერმა..

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები