არჩილ თალაკვაძე: საპოლიციო კონტროლის გამკაცრება სრულიად კანონიერია

გახშირებულ საპოლიციო კონტროლის გამკაცრებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს პროცესი სრულიად კანონიერია. თალაკვაძე ადასტურებს, რომ რამდენიმე ქალაქში კონტროლი, მართლაც, გაძლიერდა. მისივე თქმით, იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ პოლიციამ მათი უფლებები დაარღვია, შს მინისტრის მოადგილე მათ გენერალური ინსპექციის „ცხელ ხაზზე“ დარეკვას ურჩევს.
„ლეგიტიმური საფუძველი გაწერილია კანონმდებლობაში. ეს ხდება მაშინ, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გარკვეული დანაშაული უნდა მოხდეს, ან როდესაც დანაშაული უკვე მომხდარია და სავარაუდო დამნაშავეთა ძებნით არის პოლიცია დაკავებული.
რაც შეეხება ნარკოტესტირებას, ჩვენ 2015 წელს, ჯერ კიდევ სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებით შევცვალეთ ქუჩის ნარკოტესტირების რეგულირება და კრიტერიუმები. ეს იცის სამოქალაქო საზოგადოებამაც, რომ ამ რეგულაციების შეცვლის შემდეგ ნარკოტესტირების ყოველთვიური მაჩვენებელი შემცირებულია ორჯერ. ადამიანები, ვისაც მიაჩნიათ, რომ სამართალდამცველებმა მათი უფლებები დაირღვიეს, დაგვიკავშირდნენ გენერალური ინსპექციის „ცხელ ხაზზე“ -126-ზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს მასშტაბით რამდნიმე ქალაქში საპოლიციო რეიდები ჩატარდა. როგორც შსს-ში განაცხადეს, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა რამდენიმე დამნაშავე დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები