პრემიერი: ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება, რაც 8 ათასამდე ადამიანის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს

დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარის გამოყოფის თაობაზე, რომელიც 21 მუნიციპალიტეტში, 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებას მოხმარდება,- ამის შესახებ სქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
პრემიერის თქმით, აღნიშნულ საკითხს დღეს, მთავრობის სხდომაზე განიხილავენ.
“ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება, რაც 8 ათასამდე ადამიანის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარის გამოყოფის თაობაზე, რომელიც 21 მუნიციპალიტეტში, 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებას მოხმარდება, მათ შორის, არის ცაიში, გელათი, მოწამეთა, ომალო, აბასთუმანი და ა. შ. ვფიქრობ, ისტორიული მნიშვნელობის პროექტებია. ძალიან კარგია, რომ დაახლოებით 8 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი გაზი ექნება“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები