გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება. ამ თანამდებობას გიორგი ქადაგიძე 7 წლის განმავლობაში იკავებდა. ეროვნული ბანკის 7- კაციან საბჭოში ახლა ერთი ადგილი ვაკანტურია. ქადაგიძის შემცვლელად საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა.
26 თებერვლიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ვიცე- პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები