ნოდარ ხადური: მეშახტეებს 1-ელ იანვრამდე საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნდებათ

“მეშახტეებს 1-ელ იანვრამდე საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნდებათ”, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია და პარლამენტში განსახილველად უახლოეს მომავალში შევა.
“თქვენი დავალების შესაბამისად ჩვენ მოვამზადეთ გარკვეული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე წლის 1-ელ იანვრამდე ჰქონდათ საგადასახადო შეღავათები, უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხებათ მეშახტეებს, შეღავათები შეუნარჩუნდებათ. ამ შეღავათების მოქმედება გაგრძელდება. ჩვენ ამის თაობაზე გვაქვს კონსულტაციები საქართველოს პარლამენტთან და აღნიშნული კანონპროექტი უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები