დავით სერგეენკო: ტყიბულის მაღაროში განვითარებული მოვლენები შრომითი დავაა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცალსახად შრომითი დავაა და ის კავშირში არაა რაიმე სხვა პროცესებთან.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, მისი უწყება ამ შრომით დავაში პირველივე დღიდან არის ჩართული.
“ჯანდაცვის სამინისტრო პირველი დღეებიდან არის ჩართული ამ შრომით დავაში. ეს კანონით მონიჭებული მოვალეობაა. ჩვენი მიმდინარე ანალიზით, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკება მარტივად არ მიმდინარეობს, ის მაინც რჩება შრომითი დავის ფარგლებში. მე ვფიქრობ, უახლოესი დღეები გვაჩვენებს პროგრესს, როდესაც მოლაპარაკების და ჩვენის მხრიდან მედიაციის გზით შესაძლებელი იქნება ყველა საკვანძო საკითხის დარეგულირება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები