იან კელი: არ ვთვლით, რომ ხელისუფლება მედიის ზეწოლით არის დაკავებული

ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია იმ პოლიტიკური ძალებისა და ინდივიდუალური პოლიტიკოსების შესახებ, ვის მიმართაც გარკვეული პოზიცია უნდა გამოხატოს არჩევნებზე, – ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ გაზეთ “რეზონანსთან” ინტერვიუში “მაესტროსა” და “რუსთავი 2”-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
იან კელიმ აღნიშნა, რომ მედიის როლი არჩევნების პერიოდში კიდევ უფრო იზრდება.
“ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია იმ პოლიტიკური ძალებისა და ინდივიდუალური პოლიტიკოსების შესახებ, ვის მიმართაც გარკვეული პოზიცია უნდა გამოხატოს არჩევნებზე, მედიამ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რომ შეინარჩუნოს დაბალანსებული და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა. “რუსთავი 2″-ის შემთხვევაში იყო საფრთხე, რომ ეს პრინციპი დარღვეულიყო, რადგანაც ტელეკომპანიაში მენეჯმენტის ცვლილებას შესაძლოა, ზეგავლენა მოეხდინა, მისი, როგორც ოპოზიციური არხის სარედაქციო პოლიტიკაზე. ამიტომაც მაშინ არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება მედიაზე ზეწოლას, არ ვთვლით, რომ ხელისუფლება ამითაა დაკავებული”, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები