გიორგი კვირიკაშვილი: ომი საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის დღეს მოგებულია

ომი საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის დღეს მოგებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს სუვერენიტეტი მაშინდელი გმირების დამსახურებაა.
“დღეს არის საბჭოთა ოკუპაციის დღე. დღეს არის დღე, როდესაც უამრავმა ადამიანმა – ჩვენი ჯარის შენაერთებმა, სახალხო გვარდიამ და მოხალისეებმა – წინასწარ გადაწყვეტილ ბრძოლაში, მართლაც, თავდადებული გმირობა აჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრძოლა წაგებული იქნა, საბოლოო ჯამში, ეს ომი საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის დღეს მოგებულია. ის, რომ დღეს ამ შენობის თავზე საქართველოს დროშა ფრიალებს, ის, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებები თუნდაც საქართველოს დასავლური კურსის თაობაზე, არის დამსახურება ამ ადამიანების და კიდევ არაერთი გმირის, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გასწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის.
მათი მაგალითი კიდევ დიდხანს, ბევრი საუკუნის განმავლობაში გაუნათებს გზას ჩვენს მომავალ თაობებსაც”,- განაცახდა პრემიერმა.
1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ანექსია მოახდინა. ქართველი იუნკერები თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელა-კოჯორში განლაგდნენ. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები