არჩილ თალაკვაძე: ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა გახდა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი

2014 წლიდან შსს-სთვის ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა და დისკრიმინაცია გახდა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებელის”, გადაცემა “მთავარი თამარ ჩიქოვანთან ერთად”, სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, 500-მდე პოლიციელი ქალი შეემატა პოლიციის რიგებს, რომლებიც კონკრეტულად ოჯახში მომხდარ დანაშაულზე ახდენენ რეაგირებას.
“2014 წლიდან შსს-სთვის ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა და დისკრიმინაცია გახდა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ დავიწყეთ ძალიან ქმედითი და კომპლექსური ჩარევა და მოგვარება ამ პრობლემის. ეს იყო პირველ რიგში ძალიან მძლავრი საინფორმაციო კამპანია, გარდა მედიით გაშუქებისა, ორი ათასზე მეტი შეხვედრა მხოლოდ მოსახლეობასთან ჩავატარეთ, გარდა ამისა შეიცვალა კანონმდებლობა რაშიც მთელმა ხელისუფლებამ მიიღო მონაწილეობა, 500-მდე პოლიციელი ქალი შეემატა პოლიციის რიგებს, რომლებიც კონკრეტულად ოჯახში მომხდარ დანაშაულზე ახდენენ რეაგირებას მამაკაც პოლიციელებთან ერთად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები