ნინო გვენეტაძე: მამუკა ახვლედიანი უუნარო მენეჯერია

მამუკა ახვლედიანმა, იმის ნაცვლად, რომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ სასამართლოში არსებული პრობლემები მოეგვარებინა, ურთიერთობის სხვა ფორმა აირჩია, – ამის შესახებ ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადაცემა 2030-ში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქალაქო სასამართლოში შეხვედრისას, მოსამართლეების მხრიდან მის მიმართ კრიტიკა და მოთხოვნები დაფიქსირდა.
„მამუკა ახვლედიანმა, იმის ნაცვლად, რომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ სასამართლოში არსებული პრობლემები მოეგვარებინა, ურთიერთობის სხვა ფორმა აირჩია – საჯაროდ გამოიტანა დაუკონკრეტებელი ფაქტები და არასწორი ეპითეტებით, ალბათ, მისდაუნებურად, თავისი კოლეგები შეურაცხყო, როცა სისტემებში და რაღაც დაჯგუფებებში გააერთიანა. ეს მისი არჩევანია. ახვლედიანი უუნარო მენეჯერია. ეს არა მარტო საბჭოს წევრების და მათ შორის, ჩემი, არამედ მისი კოლეგების შეფასებაა. საქალაქო სასამართლოში შეხვედრისას, მოსამართლეების მხრიდან მის მიმართ კრიტიკა და მოთხოვნები დაფიქსირდა“, – აღნიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
ამასთან, ნინო გვენეტაძე იუსტიციის საბჭოში გაცემულ დიდი ოდენობით პრემიებს, გამოეხმაურა, გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ დანამატები კანონით დადგენილი წესით გაიცა.
„სახელფასო და საპრემიო დანამატის გაცემა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა და აპარატის სამსახურის უფლებაა. დარწმუნებული ვარ, დანამატები კანონით დადგენილი წესით გაიცა. არ იქნება ინდივიდუალური მიდგომები და საგამონაკლისო შემთხვევები. დანამატების მიღების უფლება საბჭოს წევრებს გააჩნდათ“, – აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები