რას ყვებიან ახლობლები თელავში მომხდარ მკვლელობაზე – ბიძაშვილები არიან, მისი ცოლი მოსწონდაო

თელავში 48 წლამდე მამაკაცის მკვლელობის მიზეზად გარდაცვლილის ოჯახის წევრები პირად უთანხმოებას ასახელებენ და ამბობენ, რომ დაღუპული მუქარის წერილებს ნათესავისგან ხშირად იღებდა.
მკვლელობაში ბრალდებული და გარდაცვლილი მამაკაცი ალალი ბიძაშვილები არიან.
როგორც ოჯახის ახლობელმა განაცხადა, მკვლელობაში ბრალდებულს, მოკლულის მეუღლე მოსწონდა და კამათი სწორედ ამის გამო მოუხდათ.
“ცოლი მოსწონს ვითომ. რა ვიცი, არ ვიცი. ალალი ბიძაშვილები არიან. როგორ შეიძლება, რასაც ეგ აკეთებს. მე ხელშეუხებელი ვარ, არაფერს არ გეტყვითო“, – განაცხადა ოჯახის ახლობელმა.
შეგახსენებთ, რომ თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში 48 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცს ჭრილობები ე.წ. სპიცით ჰქონდა მიყენებული. ერთ-ერთმა ადგილობრივმა დაჭრილი მამაკაცი შენიშნა და საკუთარი მანქანით საავადმყოფოში მიჰყავდა, თუმცა იგი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, დანაშაული გახსნილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები