ლევან ბერძენიშვილი: დასავლური ორიენტაცია ვინმეს ექსკლუზივი არ არის

დასავლური ორიენტაცია ვინმეს ექსკლუზივი არ არის – ეს ქართველი ხალხის არჩევანია, – ასე უპასუხა თანაგუნდელების პრეტენზიებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა.
“არავითარი ექსკლუზივი მაგაზე არ გვაქვს, ეს საუბარი თითიდან გამოწოვილი მგონია. ყველას უნდა გვინდოდეს ის, რაც ვართ, ჩვენ ვართ ევროპაში, ეს არ არის “რესპუბლიკელების“ ამბავი, მთელი კოალიცია კი არა, მთელი ქართველი ხალხი თავისი დიდი უმეტესობით, თავისი ისტორიით არის ევროპის ნაწილი”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
ლევან ბერძენიშვილი გოგი თოფაძისა და “რესპუბლიკელების“ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ მათ “მრეწველებთან “ არ აქვთ პრობლემა, დაპირისპირება თოფაძის განცხადებას მოჰყვა.
“ჩვენ მრეწველებთან არავითარი პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ ვიცით, რომ ერთმა კაცმა თავისი მოსაზრება გამოთქვა და იმ ერთი კაცის მიმართ კრიტიკული აზრი აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ეს საკითხი გაირკვევა პოლიტსაბჭოზე“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები