ეკა ბესელია: შესაძლოა, ამ ყველაფერმა სასამართლოსადმი მოსახლეობის ნდობა დააზარალოს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მოსამართლეთა გამოცდის ტესტების საკითხზე პროკურატურა მუშაობს და პარალელურ რეჟიმში საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტის რეგლამენტის ჩანაწერს ეწინააღმდეგება.
სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა კანონთან წინააღმდეგობაში იქნება.
როგორც ბესელია განმარტავს, მისივე თქმით, ის, რაც, ზოგადად, სასამართლო სისტემაში ხდება, ღიად გამოხატული შედეგია იმ წნეხისა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოსამართლეებზე ხორციელდებოდა.
დეპუტატის განცხადებით, სისტემაში არსებული დაპირისპირების საჯარო სივრცეში გაგრძელება არამართებულია.
“დღეს ისინი ღიად და საჯაროდ საუბრობენ, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს მათი მხრიდან ასეთ თემებზე საჯაროდ საუბარი, იმიტომ, რომ შესაძლოა, ამ ყველაფერმა სასამართლოსადმი მოსახლეობის ნდობა დააზარალოს. ამას მოქალაქეები უყურებენ. არ მგონია, რომ კარგი იყოს ამ დაპირისპირების საჯარო სივრცეში გაგრძელება. დაველოდოთ, რა დასკვნას მოგვცემს პროკურატურა ამ ტესტებთან დაკავშირებით და რა მოხდა სინამდვილეში. ვიდრე პროკურატურა მუშაობს, პარალელურ რეჟიმში საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა რეგლამენტის ჩანაწერს ეწინააღმდეგება. მთლიანობაში, ვისურვებდი, რომ ეს შიდა კონფლიქტი ჩაცხრეს, რადგან ძალიან დამაზიანებელია სასამართლოსთვის და მართლმსაჯულებისთვის”, – განუცხადა ბესელიამ ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები