გიგლა აგულაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: მე კონკრეტულად ინფორმირებული არ ვარ ამ თემაზე

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამთავრობო ცვლილებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ინფორმირებული არ არის.
როგორც მინისტრმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, ცვლილებები ცხოვრებისეული და, ზოგადად, ჩვეულებრივი ამბავია.
„მე არ ვიცი, რა წყაროს ეყრდნობით ან თქვენ, ან ის მედიასაშუალებები, რომლებმაც ეს ინფორმაცია გაავრცელეს. ცვლილებები, ზოგადად, ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ამბავია. ყველაფერი ცვალებადია. მე კონკრეტულად ინფორმირებული არ ვარ ამ თემაზე”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები