სუფსა-ურეკის გადასარბენზე, ერთლიანდაგიან ლითონის ხიდზე მალი დამონტაჟდება

სამტრედია-ბათუმის უბნის, სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებულ ერთლიანდაგიან ლითონის ხიდზე მალი დამონტაჟდება.
აღნიშნული სამუშაო 2015 წლის 13 თებერვალს სს ,,საქართველოს რკინიგზასა“ და შპს „ელიტა ბურჯს“ შორის ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.
როგორც განცხადებაში წერია, აღნიშნული სამუშაოები კავკასიის რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტოა. აღსანიშნავია, რომ დღემდე საქართველოში დამონტაჟებული ყველა სარკინიგზო ხიდის იმპორტირება ხდებოდა, მზა სახით, უმეტესად რუსეთიდან, დღეს კი საგულისხმოა, რომ კომპანია „ელიტა ბურჯი“ აღნიშნული პროდუქტის პირველი და ერთადერთი მწარმოებელია რეგიონში. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოს ხანგრძლივობა 365 კალენდარული დღეა, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 130 ადამიანს აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები