ეკომიგრაცია კავკასიის რეგიონში – დასკვნითი კონფერენცია გაიმართა

ევროკავშირის პროექტის – „ეკომიგრაცია, დიალოგი და თანამშრომლობა ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის“ – დასკვნითი კონფერენცია „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) ორგანიზებით, ბულაჩაურის მწვანე ცენტრში გაიმართა.
კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და ევროკავშირის ელჩის მოადგილემ საქართველოში კარლო ნატალემ მიმართეს.
კონფერენციაზე „ეკომიგრაცია კავკასიის რეგიონში“ – გამოწვევები და რეკომენდაციები სამართლებრივ ჭრილში, მიღწეული შედეგები და ეკომიგრანტებისათვის საარსებო მინიმუმის პირველადი დახმარების პაკეტი განიხილეს.
პროექტის ფარგლებში, რეგიონულ, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა, კერძოდ, რისკის ზონაში მცხოვრები ადგილობრივი თემებისა და უკვე განსახლებული ეკომიგრანტებისათვის ინფორმაციაზე გაუმჯობესებული წვდომა; ასევე, მათი სამოქალაქო ატივობებში ჩართულობა; ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისათვის ტექნიკური ანგარიშებისა და რეკომენდაციების წარდგენა; ეკომიგრაციის საკითხზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგის წარმოების მიზნით ეროვნული და ტრანსასაზღვრო თემატური კოალიციების შექმნა და სხვა.
კონფერენციას სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგრაციის კომიტეტების წევრები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები