ირაკლი აბესაძემ და თამაზ შოშიაშვილმა 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ და ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრმა თამაზ შოშიაშვილმა 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საკრებულოში ბრიფინგი გამართეს.
როგორც დეპუტატებმა განაცხადეს, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტის საერთო მოცულობა 13 990 300 ლარით იზრდება და ასეთი მცირე ზრდა სახელმწიფოს მიერ გამოსაყოფი კაპიტალური ტრანსფერის შემცირებით არის განპირობებული.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ე.წ. კომუნალურ ვაუჩერს მხოლოდ სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები მიიღებენ.
ბრიფინგზე დეპუტატებმა თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის თაობაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ცენტრისთვის გამოყოფილი დაფინანსების შემცირების შემდეგ პირდაპირპროპორციულად უნდა გაზრდილიყო მეწამეობის ხელშეწყობის პროგრამა.
,,ჩვენთვის გაუგებარია, რამდენიმე თვის წინ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ტრანსფერზე უარის თქმის მიზეზები, რომლის შენარჩუნების შემთხვევაში, სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება იქნებოდა შესაძლებელი’’,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები