აშშ-ში სექსის გზით „ზიკას“ ვირუსის გადაცემის ფაქტებს იძიებენ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი სექსის გზით „ზიკას“ ვირუსის გადაცემის ფაქტებს იძიებს. ამ უწყებაში 14 ასეთი შეტყობინება შევიდა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, რამდენიმე შემთხვევაში „ზიკას“ ვირუსით ორსული ქალები დაავადდნენ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოსცა ბუკლეტები, თუ როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი „ზიკას“ ვირუსისგან სქესობრივი კონტაქტის დროს.
რეგიონებში, სადაც „ზიკას“ ვირუსის ეპიდემია დაფიქსირდა, სააგენტო ურჩევს მამაკაცებს, სექსის დროს პრეზერვატივი გამოიყენონ, ხოლო ქალებმა – ორსულობის დროს სექსისგან თავი შეიკავონ. ამ დროისთვის არ არსებობს იმის დადასტურება, რომ „ზიკას“ ვირუსი სქესობრივი გზით გადაიცემა. „ზიკას“ ვირუსი, ძირითადად, ლათინური ამერიკის ქვყნებშია გავრცელებული. დაავადება დაფიქსირდა ასევე აშშ-ში, ევროპასა და რუსეთში. „ზიკას“ ვირუსი ახალშობილების მიკროცეფალიით დავადებას იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები