ერგნეთში ქართული მხარე საოკუპაციო ხაზთან დაკავებულების საკითხის დაყენებას გეგმავს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 63-ე შეხვედრა დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო -ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, იგი რამდენიმე საკითხის დაყენებას გეგმავს, რომელიც შეეხება წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ინციდენტებს და რამდენიმე მოქალაქის დაკავებას.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, 10 მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის ორი მათგანი ამ დრომდე ცხინვალის საპყრობილეში რჩება. ესენი არიან ბოლნისის რაიონის სოფელ ცურტავში მცხოვრები სულეიმანოვი და რუსთავში მცხოვრები ნანობაშვილი. ორივე მათგანის დაპატიმრება და ცხინვალის საპყრობილეში მოთავსება უკვე დადასტურებულია. რაც შეეხება გელა ილურიძეს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს გაუჩინარდა, ამ დრომდე დადასტურებული არ არის ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები