ხუთ დღეში გაზაფხულია – როდის დათბება საქართველოში

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, დღეს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს, მაღალ მთაში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი. ბარში ჰაერი 15 გრადუსამდე გათბება.
დოდო გვაზავს ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა 28 თებერვლიდან მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები