ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გვირაბის აღსადგენად ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გამოიყოფა

ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გვირაბის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან 550 000 ლარი გამოიყოფა. მთავრობის განკარგულების თანახმად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, თბილისის მერიას მიეცა უფლება, თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გოფრირებული ფოლადის კონსტრუქციის მეშვიდე გვირაბის და მისი სათავისის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განახორციელოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები