მსოფლიო მიმების ორგანიზაციის პრეზიდენტი მარკო სტოჟანოვიჩი საქართველოშია
25 თებერვალს, 14:00 საათზე, პანტომიმის თეატრის წინ თეატრის დასი „ფლეშმობს“ გამართავს. მიმები და ცოცხალი ქანდაკებები მუსიკის თანხლებით „იცეკვებენ“ რუსთაველის გამზირზე და საზოგადოებას ხელოვნების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მათთან ერთად იქნება პლასტიკის ლეგენდა მარკო სტოჟანოვიჩი.
მსოფლიო მიმების ორგანიზაციის პრეზიდენტი მარკო სტოჟანოვიჩი საქართველოს სტუმარია! მარკო სტოჟანოვიჩი თბილისს, 14 თებარვალს, ესტუმრა და საქართველოში მაყურებლისთვის 15 განსაკუთრებული დღე შექმნა. სპექტაკლებით, მასტერკლასებით პანტომიმას ხელოვნებისკენ კიდევ უფრო მიაპყრო საზოგადოების ყურადღება. 26 თებერვალს, 20:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრში მარკო სტოჟანოვიჩის სპექტაკლის „გიჟი ოლიმპიელების“ პრემიერა გაიმართება.