გიორგი მამაცაშვილი: დაოკდით, ბატონებო, ქალბატონებო და თქვენც!
ჟურნალისტი, მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“ამ ორიოდე კვირის წინ საიტზე (www.reportiori.ge) საინტერესო მასალა გამოვაქვეყნეთ. „დიადი მაფიოზების 20 საუკეთესო ფრაზა – ეს ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს”(http://www.reportiori.ge/… ) – ასე ერქვა მასალას, რომელიც წყაროს მითითებით ერთ – ერთი საინფორმაციო სააგენტოდან „წამოვიღეთ” და მკითხველთა ინტერესის დასაკმაყოფილებლად გამოვაქვეყნეთ… სხვათაშორის, ამ პუბლიკაციას სოციალურ ქსელში მხოლოდ პირველ ორ დღეში 30 ათასამდე მნახველი ჰყავდა, უამრავი „მომწონებელი” და 200-მდე „გამზიარებელი”. ეს პუბლიკაცია მავანმა ჩვენს საქილიკოდ გამოიყენა (არადა, არც ისე გვაკლია მავანთა სულელური „გამოხტომები”), თუმცა მის სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვახსენებ – ზედმეტი პატივი იქნება მისთვის ჩვენი მხრიდან! არც მისი ზედმეტი კრიტიკის მომხრე ვარ (საზოგადოების მხრიდან), რადგან, ამას წინათ, საქართველოს პატრიარქზე საკუთარი ტუტუცური (!) პოზიციის დაფიქსირების გამო არ იყო კარგ დღეში… ცოდოა! გულწრფელად ვამბობ… აკი, საკუთარი უახლოესიც (!) არართგზის (!) გაემიჯნა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა საკითხთა გამო!
ბ.ს.მ. (ბოლო სიტყვის მსგავსი):
მედიაჰოლდინგის (www.reportiori.ge) დაარსების დღიდან ბევრს „გავეჩხირეთ” ყელში! უმეტესწილად არც ვაქცევდით ყურადღებას მავანთა გამოხტომებს. თუმცა, გაგიჟებასაც საზღვარი აქვს – გინდ სტაჟიანი აგენტი იყოს, გინდ – ჯალათი (!) და გინდ – უზნეო ამორძალი – ზღვარგადასული არც სიგიჟე ვარგა… ასე რომ, დაოკდით, ბატონებო, ქალბატონებო და თქვენც, ვისაც არცერთი სახელი მოგწონთ და არც მეორე! აღარ წავუყრუებთ თქვენს ავადმყოფურ (!) ხავილს!!! დაოკდით და უტიფრობას ჩვენი მისამართით მაინც ნუღარ გააგრძელებთ (საერთოდ, შეეშვით-მეთქი, ვერ „გაკადრებთ”- ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, უთქვამთ ბრძენებს და…) და გაითვალისწინეთ – ეს ქვეყანა „ნინიას ბაღი”არაა“!, – აცხადებს გიორგი მამაცაშვილი.