თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებაა.
საბურთალოს რაიონში საკაბელო ტრასების გამოკვლევის მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის, შარტავას და დები იშხნელების ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის V კვარტლის, ახმეტელის, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეეხებათ.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლეხ კაჩინსკის, შორაპნის, აწყურის, ძევერის და კოშკოვანის ქუჩების მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე კი – თელავის და გუთნის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მანჯგალაძის შესახვევის, პუშკინის და ვაჩნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გელა ჭედიას, სარაჯიშვილის და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის III მიკრორაიონის IV კვარტლის და გია რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები