„კარგი იქნებოდა, თუ მამუკა ახვლედიანი არასამთავრობოებთან შეხვედრამდე საკუთარ პოზიციას კოლეგებს გააცნობდა“
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და წევრებთან შეხვედრის დროს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა საქალაქო სასამართლოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მოსამართლეების დამატებასთან ერთად უნდა მოხდეს შენობის განსაზღვრა საქალაქო სასამართლოსი. კოჭლამაზაშვილის განცხადებით, საქმეები თანაბრად უნდა გადანაწილდეს და არ უნდა მოხდეს ისე, რომ ერთ მოსამართლეს რთული საქმეები დაევალოს, მეორეს კი – მარტივი.
მოსამართლის შეფასებით, ის, რაც ბოლო დღეებში მედიის მეშვეობით ისმის, საწყენია და კარგი იქნებოდა, თუ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი არასამთავრობოებთან შეხვედრამდე საკუთარ პოზიციას საკუთარ კოლეგებს გააცნობდა.
“არ ვიცი, რას გულისხმობს სისტემური პრობლემები, მთავარია, რომ მოსამართლემ, სასამართლომ და იუსტიციის საბჭომ ყველაფერი გააკეთოს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის”, – განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.