ბადრი შონია: მამუკა ახვლედიანმა არ დაიმსახურა, რომ ჩვენ დღეს მის გვერდით ვყოფილიყავით

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ბადრი შონიას განცხადებით, ყოფილ თავმჯდომარესთან მამუკა ახვლედიანთან  უამრავი პრობლემა არსებობდა. მისივე თქმით,  ახვლედიანი პრობლემებს ვერ აგვარებდა და ხშირად იმყოფებოდა მივლინებაში.
შონია ამბობს, რომ ყოფილმა თავმჯდომარემ მას საქმეები იმ პერიოდში დაავალა, როდესაც შვებულებაში იმყოფებოდა.
“თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან უამრავი პრობლემა არსებობდა. იმ დროს დამაწერა საქმეები განსახილველად, როცა მე შვებულებაში ვიყავი. ყოფილმა თავმჯდომარემ არ დაიმსახურა ის, რომ ჩვენ დღეს მის გვერდით ვყოფილიყავით. უამრავი პრობლემა იყო მენეჯმენტის საკითხებში. როდესაც რაიმე პრობლემის მოსაგვარებლად მამუკა ახვლედიანს მოვიკითხავდით, ის ყოველთვის მივლინებაში იყო”,- განაცხადა მოსამართლემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები