ნინო გვენეტაძე და ლევან მურუსიძე მოსამართლეებს ხვდებიან

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში მოსამართლეებს ხვდებიან.
შეხვედრის დაწყებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ებანოიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე საბჭო მოწმის დაკითხვის ახალი წესის შესახებ იმსჯელებს.
“განხილული იქნება მოწმის დაკითხვის ახალი წესი. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებთან მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხი. ვიმსჯელებთ საორგანიზაციო საკითხების შესახებაც”, – განაცხადა ებანოიძემ.
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა კითხვის – განიხილება თუ არა მამუკა ახვლედიანის საკითხი, – საპასუხოდ აღნიშნა, რომ საბჭომ შესაძლოა, განიხილოს.
„თუ ეს საკითხი რომელიმე მოსამართლეს დააინტერესებს, შეიძლება განვიხილოთ”, – განაცხადა გიორგი ებანოიძემ.
შეხვედრის დაწყებამდე ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის, პროკურატურასთან ითანამშრომლოს.
“თუ პროკურატურას ჩემ მიმართ კითხვები გაუჩნდება, მზად ვარ, ვითანამშრომლო. არაფერი დაიმალება. გუშინ იუსტიციის საბჭომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები