ირაკლი ჩარკვიანის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

24 თებერვალს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ირაკლი ჩარკვიანის ახალი კრებულის – „ავტოპორტრეტის“ პრეზენტაცია გაიმართება. კრებული „ინტელექტმა“ გამოსცა. გამომცემლის ინფორმაციით, „ავტოპორტრეტი“ ირაკლი ჩარკვიანის ლიტერატურულ შემოქმედებას აერთიანებს – სხვადასხვა დროს გამოცემულ ლექსებსა და მოთხრობებს. ამ ლექსებიდან ბევრი თავის დროზევე იქცა ჰიტად და მათი პოპულარობა სულ უფრო მატულობს.
“თითქოს აქამდე ყველასთვის ნაცნობი ირაკლი ჩარკვიანისგან ეს კრებული მოულოდნელი შეხვედრაა მკითხველთან, შეხვედრა სიტყვის (ლოგოსის) კოსმოსში, სადაც ყოველი ადამიანური შესაძლებლობა შეუცნობლის, უსასრულოს და ხანდახან შეუძლებლისკენაც მიემართება. ამ წიგნში თანამედროვე ადამიანის სულის ბიოგრაფიაა მოთხრობილი, მისი ამქვეყნიური ცხოვრების ყველა სისუსტით და ამაღლებით, და რაც მთავარია, თავისუფლების ისეთი ხარისხით, როგორიც მხოლოდ ირაკლი ჩარკვიანის პირადი ნიშანია”, – წერენ ღონისძიების ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები