“ჯეოსელი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია “ჯეოსელი” ლიცენზირებულ iPhone-თან დაკავშირებით მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“ცოტა ხნის წინ, კომპანია Apple-მა საქართველოში მობილურ ოპერატორთა შორის არჩევანი “ჯეოსელის” სასარგებლოდ გააკეთა და მასთან პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა. ეს თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც მომხმარებლისთვის, აგრეთვე მთელი ქვეყნისთვისაც. “ჯეოსელი” ტრადიციულად ინოვაციებთან და თანამდეროვე ტექნოლოგიებთან ასოცირებული კომპანიაა, რომელიც მუდმივად მომხმარებლის ინტერესებზეა ორიენტირებული. ამიტომაც, კომპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელია მომხმარებლის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და განცხადებები, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური ინფორმირებისთვის, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ოფიციალური მობილური პარტნიორის უპირატესობებს: 1. “ჯეოსელში” შეძენილ ტელეფონს მოემსახურებიან Apple-ის საერთაშორისო გარანტიის პირობების მიხედვით, რაც საშუალებას მისცემს ოფიციალური iPhone-ის მფლობელს, თავიდან აიცილოს ის უსიამოვნო შემთხვევები, რასაც ხშირად ჰქონდა ადგილი. 2. “ჯეოსელში” შეძენილი ტელეფონის დიაგნოსტიკა მოხდება Apple-ის სტანდარტების მიხედვით. 3. “ჯეოსელში” შეძენილი iPhone არასდროს იქნება Apple-ის ეგრეთ წოდებული “ქარხნულად შეკეთებული” მოდელი, რომელიც საქართველოში, სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში, ახალ/შეუკეთებელ ტელეფონად საღდებოდა. 4. “ჯეოსელში” შეძენილ iPhone-ზე ინტერნეტის პარამეტრები ავტომატურ რეჟიმში სწორდება. აბონენტთათვის პარამეტრების ხელით გაწერა აღარ არის საჭირო და ჩამონათვალში „ჯეოსელი“ ავტომატურად ჩნდება ქსელის მომსახურე ოპერატორად. 5. „ჯეოსელში“ შეძენილი iPhone არის სრულყოფილი კომპლექტი, მორგებული ადგილობრივ ელექტროსისტემაზე”, – აღნიშნულია “ჯეოსელის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები