ლევან მურუსიძე: სასამართლომ გადაწყვიტოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იყო მართალი თუ – არა

თუ სამივე ინსტანცია დაადგენს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ იქცეოდა კანონის შესაბამისად, მაშინ გასაგები იქნება ყველაფერი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, ახვლედიანი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
მურუსიძე თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საინტერესო იქნება.
“ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო იქნება, რეალურად სასამართლომ გადაწყვიტოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოცემულ შემთხვევაში იყო მართალი თუ – არა. მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. თუ, რა თქმა უნდა, სამივე ინსტანცია დაადგენს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ იქცეოდა კანონის შესაბამისად, რა თქმა უნდა, მაშინ გასაგები იქნება ყველაფერი”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას მისი გათავისუფლების შესახებ სასამართლოს წესით გაასაჩივრებს. ამის შესახებ ახვლედიანმა ჟურნალისტებს მართლმსაჯულების სახლში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები