რას აცხადებს ფონიჭალაში მოკლული ნონა რომანაძის მეუღლე

ფონიჭალაში მოკლული ნონა რომანაძის მეუღლეს, ოთარ მამფორიას მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით არანაირი ვერსია არ აქვს. მისი თქმით, თავდაპირველად ეჭვი იყო, რომ მოხდა ყაჩაღობა, თუმცა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ფული სახლშია, ეს ვერსიაც გამოირიცხა. მამფორიას განმარტებით, მან გუშინ დილით უფროსი ბავშვი სკოლაში წაიყვანა, ხოლო მეუღლე და მეორე მცირეწლოვანი გოგონა სახლში, მძინარეები დატოვა.
რაც შეეხება დაკითხვას, როგორც მამფორიამ ჟურნალისტებს დაკითხვის შემდეგ განუცხადა, სამართალდამცველებმა მას თავდაპირველად ჰკითხეს, თავად ხომ არ მოკლა მეუღლე, თუმცა შემდეგ ეს ვერსია თავადვე გამორიცხეს.
“რომ ვერაფერი გაიგეს, ბოლოს მითხრეს, შენ ხომ არ მოკალიო? არა-მეთქი, ვუპასუხე. ეს კითხვა იმიტომ დამისვეს, რომ ვერაფერს მაძლევ ხელჩასაჭიდსო. არც ისე დიდი ხანი მიდიოდა ამაზე საუბარი და მერე ეს ვერსია გამორიცხეს. მკითხეს ასევე, თუ მყავდა მტერი უბანში, ან სანათესაოში და ესეც უარვყავი”, – განუცხადა ჟურნალისტებს მამფორიამ.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ვინმეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამფორიებს სახლში თანხა ჰქონდათ, მან უპასუხა, რომ ეს იცოდა ბიძაშვილმა და ასევე მეზობლებმაც.
შეგახსენებთ, რომ ნონა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო მისი 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. 35 წლის ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ბინიდან, სადაც დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს, თანხა წაღებული არ არის. როგორც უწყებაში აცხადებენ, ტრაგიკული შემთხვევა, მაღალი ალბათობით, არ უკავშირდება ყაჩაღობას. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები