თოჯინების თეატრი პრემიერისთვის ემზადება

28 თებერვალს, 12:00 და 14:00 საათებზე, თოჯინების თეატრში სპექტაკლ „წუნა და წრუწუნას“ პრემიერა გაიმართება. ჩვენთვის კარგად ცნობილი წუნასა და წრუწუნას თავგადასავალი ცნობილი მსოფლიო კინორეჟისორის ინტერესის საგნად იქცა! ნახეთ, როგორ გაართმევენ ჩვენი გმირები თავს პრეტენზიული რეჟისორის ახირებებს და როგორი დასასრული ექნება ფილმს, რომელსაც პირდაპირ თქვენს თვალწინ, თეატრის სცენაზე გადაიღებენ. მუსიკალური, ფერადი და მხიარული სპექტაკლი „წუნა და წრუწუნა“ 3 წლიდან ზემოთ ასაკის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები