“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” თაღლითობაში ადანაშაულებენ: კომპანია მომხმარებელს თაღლითურად ატყუებს

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თბილისის გოგირდის აბანოებს ერთ კუბურ მეტრ წყალზე გადასახადი – 0,055 ლარით უკანონოდ გაუზარდა – ამის შესახებ გაზეთი „ვერსია“ წერს.
“სემეკი-ს, (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის) 2010 წლის 17 აგვისტოს დადგენილებით, წყალარიდების ზღვრული ტარიფი – 0,716 ლარი/მ3 -ით განისაზღვრა. კანონმდებლობის თანახმად, ამ ტარიფს ემატება დამატებითი ღირებულების გადასახადი, რაც 18%-ს შეადგენს და საერთო ტარიფი 0,845 ლარამდე ადის. 2015 წლის თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეში აბანოს ხელმძღვანელებს მოუვიდათ ქვითრები, სადაც ერთ კუბურ მეტრზე 0,90 ლარია ნაანგარიშევი. ანუ, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” ერთ კუბურ მეტრზე, გადასახადი 0,055 ლარით უკანონოდ გაზარდა“, – წერს გამოცემა.
“ვერსიასთან” „ნარიყალას“ ხელმძღვანელი, ნოდარ ტოტოღაშვილი აცხადებს,რომ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ხელმძღვანელობა თაღლითური გზით მოქმედებს და თვითნებურად, კანონის სრული უგულველყოფით აწესებს გადასახადებს.
„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ხელმძღვანელობა მოქმედებს თაღლითური გზით, თვითნებურად, კანონის სრული უგულველყოფით აწესებს გადასახადებს, მომხმარებელს ახდევინებს მეტს და ამაზე პასუხისმგებელი არავინაა. ეს არის თაღლითობის კლასიკური ნიმუში, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. 90 თეთრის დაწესების უფლება მათ არცერთ შემთხვევაში არ ჰქონდათ. შესაბამის ორგანოებს მივმართავთ და ყველაფერს გავაკეთებთ სიმართლის დასადგენად. პასუხისგება მოუწევს ყველას, ვინც არაკანონიერი ქმედება ჩაიდინა,“- აცხადებს გაზეთ “ვერსიასთან” „ნარიყალას“ ხელმძღვანელი, ნოდარ ტოტოღაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის აბანოების ხელმძღვანელები არაგონივრულად მაღალი გადასახადის დაწესებას აპროტესტებენ და ითხოვენ სემეკმა გადაწყვეტილებას გადახედოს. მათ იმედი აქვთ, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები სწრაფად მიიღებენ გადაწყვეტილებას და თბილისის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ობიექტს დახურვისგან იხსნიან.
წყარო: “ვერსია“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები