რას ყვება მაგდა პაპიძის დედამთილი: ფურცელი ბავშვის ზღაპრების წიგნში იყო ჩატოვებული

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქმრისა და 5 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის ჩანაწერი, ე.წ. სამოქმედო გეგმა, მის ოთახში პირველად დედამთილმა, ლილი მინდიკაურმა იპოვა.
ლილი მინდიკაური გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ფურცელი ბავშვის ზღაპრების წიგნში იყო ჩატოვებული.
„მაგდას ჩანაწერილი, მართლაც, მე ვიპოვე. მას ექსპერტიზაც ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მისი ხელწერაა. ეგენი (იგულისხმება პაპიძის ოჯახის წევრები) ბევრ ტყუილს ამბობენ და არც მაინტერესებს, რამდენ უაზრობას იტყვიან.
მთავარია, ეს დეტალი დამოწმებულია და მისი კალიგრაფიაა. სხვა არავინ შევიდოდა მის ოთახში და არავინ დაწერდა და დატოვებდა ჩანაწერს. ფურცელი ბავშვის ზღაპრების წიგნში იყო ჩატოვებული და იქ ვიპოვე.
თავიდან არ მჯეროდა, რომ მაგდა ამ საშინელების გამკეთებელი იყო, თქვენ წარმოიდგინეთ, მართლა არ მჯეროდა და, როცა დააკავეს, მის ჯანმრთელობაზეც კი ვზრუნავდი.
2-3 დღის შემდეგ ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა, ამბობებ, რადგან დიაბეტი ჰქონდა, თითქოს იმან გამოიწვია აფექტი და მისი ეს ქმედება, მაგრამ მაგდა მშვენივრად აზროვნებდა და კარგადაც იყო. მისი და ამბობს, აწეული ჰქონდა შაქარიო, არაფერი არ ჰქონდა აწეული, იმ საღამოს მშვენიერ აზრზე იყო, ჩემს ოთახში შემოდიოდა და სისხლიან ტილოებს რეცხავდა სარეცხ მანქანაში. ვერაფერს ვეღარ გეტყვით, ყველაფერი გაირკვევა“, – ამბობს მაგდა პაპიძის დედამთილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები