საქართველოს 1600 სტომატოლოგიური კლინიკიდან 60-70%-ში დარღვევა გამოვლინდა

საქართველოს 1600 სტომატოლოგიური კლინიკიდან 60-70%-ში დარღვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ გაზეთი “ ალია“ წერს.
გამოცემასთან არასახარბიელო სტატისტიკაზე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლის სამმართველოს უფროსი ტარიელ კაშია საუბრობს.
“შარშან, ზამთრის ბოლოს – გაზაფხულის დასაწყისში, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სტომატოლოგიურ დაწესებულებებში ჩავატარეთ ჯერ მონიტორინგი, ანუ შევისწავლეთ ინფექციური საკითხების კონტროლის მხრივ, რა ხდებოდა, რა სიტუაცია არსებობდა. მონიტორინგმა გვიჩვენა, რომ სიტუაცია არცთუ ისე სახარბიელო იყო. კლინიკების დაახლოებით, სადღაც 60-70% -ში დარღვევა გამოვლინდა, თუმცა დარღვევები ბევრნაირია, დაწყებული სამედიცინო დოკუმენტაციიდან, ექიმთა სერტიფიცირება, ინფექციური კონტროლის საკითხები… ანუ მოთხოვნები, რომლებიც განისაზღვრება “საქართველოს მთავრობის 359 დადგენილებით, მაღალი რისკების შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, გასაზღვრავს, ზოგადად, არა მარტო სტომატოლოგიურ კლინიკებში, არამედ მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის გარკვეულ ტექნიკურ რეგლამენტს და იქ არსებულ პირობებს“, – აცხადებს კაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები