“პროკურორ ქირიას მკვლელობის მოტივი ცნობილია” – ზუგდიდიდან დადიოდა, რომ მთელი ღამე კარტი ეთამაშა კუჭავასთან

„პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის მოტივი დადგენილია“,- ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ ავრცელებს და სანდო წყაროზე დაყრდნობით საქმის დეტალებს აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, ბიძინა კუჭავა აზარტული მოთამაშე იყო და გავრცელებული ინფორმაციით, ხშირად ე.წ. ხელზე „გამაზვასაც“ მიმართავდა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე მან პროკურორ ქირიას კარტი, სავარაუდოდ, „სეკა“ ეთამაშა და საკმაოდ სოლიდური თანხა წააგო.
ქირია კუჭავას სწორედ ე. წ. „თავანის“ ჩაბარებას სთხოვდა და ამ მიზნით მასთან სახლშიც და სადარბაზოსთანაც არაერთხელ იყო მისული. წყაროს ინფორმაციითვე, უკვე დაკითხულია რამდენიმე მოწმე, რომლებსაც შესაძლოა, ჰქონდეთ ინფორმაცია კუჭავას მიერ ქირიასთან წაგებული თანხის შესახებ.
„პრაიმტამის“ მიერ მოპოვებულ ვერსიას, რომელზეც გამოძიება ოფიციალურად მუშაობს, კატეგორიულად არ იზიარებს პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულის, გარდაცვლილ ბიძინა კუჭავას ქვრივი.
„ცდილობენ, საზოგადოებაში შექმნან ბიძინა კუჭავას ისეთი იმიჯი, თითქოს ის გახლდათ წყალწაღებული მოთამაშე. პროკურატურამ ჩვენთანაც ახსენა, ვითომ ქირია და ბიძინა „შავ კარტს“ თამაშობდნენ და მაგის გამო მოხდა მკვლელობაო. ვერ წარმომიდგენია, პროკურორს „შავი კარტის“ თამაშის დრო ჰქონდეს. ანუ მოქმედი პროკურორი ზუგდიდიდან დადიოდა იმისთვის, რომ მთელი ღამე კარტი ეთამაშა ბიძინა კუჭავასთან და მერე უკან წასულიყო. კარტი რომ ითამაშო, მინიმუმ 5 საათი მაინც უნდა იჯდე. ასეთი დროით ბიძინა ღამე სახლიდან არასოდეს გასულა. ბიძინა თავის დროზე რულეტკას თამაშობდა. კარტი არასდროს უყვარდა და არც თამაშობდა“,-განაცხადა ბიძინა კუჭავას მეუღლემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები