ფესტივალ ”ART სკოლის” დასკვნითი ღონისძიება გაიმართება

23 თებერვალს, 19:00 საათზე, მოზარდმაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე ფესტივალ ”ART სკოლის” დასკვნითი საღამო გაიმართება. ეროვნული ბიბლიოთეკისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის მხარდაჭერით წელს პირველად იმართება სასკოლო თეატრალური ფესტივალი ”ART სკოლა”.
ფესტივალში მონაწილეობენ თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, რომლებმაც ფესტივალზე მათ მიერვე დაწერილი სცენარების მიხედვით დადგმული სპექტაკლები წარმოადგინეს. ფესტივალი 11 თებერვალს გაიხსნა და 23 თებერვლამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები