ოპერაში „ატილას“აღდგენილი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

1 მარტს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერის განახლებულ თეატრში “ატილას” აღდგენილი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. ეს დადგმა 2008 წელს განხორციელდა და სწორედ მის განახლებულ პრემიერას შესთავაზებს დამსწრე საზოგადოებას ოპერის თეატრი. სპექტაკლში მონაწილეობს თბილისის ოპერის გუნდი და ორკესტრი. მთავარ პარტიებს თეატრის წამყვანი სოლისტები – კახაბერ თეთვაძე, მაყვალა ასპანიძე, სულხან გველესიანი, გია მახარაძე, თამაზ საგინაძე, გია ასათიანი ასრულებენ.
დამდგმელი დირიჟორია – ზაზა აზმაიფარაშვილი; დამდგმელი რეჟისორები – დავით საყვარელიძე და ჟან ლუი გრინდა; დამდგმელი მხატვრები – ჟან პიერ კაპიერონი და დავით მონავარდისაშვილი. მთავარი ქორმაისტერი ავთანდილ ჩხენკელი, ქორმაისტერი შალვა შაორშაძე. „ატილას“ მომდევნო საპრემიერო ჩვენებები 3 და 17 მარტს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები