მარჯანიშვილის თეატრი პოეტ გიორგი ლობჟანიძეს უმასპინძლებს

მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა პოეტსა და მთარგმნელს, გიორგი ლობჟანიძეს უმასპინძლებს. შეხვედრა დღეს, პროექტ “ცოცხალი წიგნების” ფარგლებში გაიმართება. პირველი თებერვლიდან, მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა “ცოცხალი წიგნების” მონაწილე მწერლებს მასპინძლობს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით აცნობენ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი “ცოცხალი წიგნები” 2015 წლის 14 იანვარს, დედაენის დღეს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები