იტალიელი მწერალი უმბერტო ეკო გარდაიცვალა

იტალიელი მწერალი, ისტორიკოსი და ფილოსოფოსი უმბერტო ეკო 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მწერლის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია რომანი „ვარდის სახელი“, რომელიც ეკომ 1980 წელს გამოაქვეყნა. 1986 წელს რომანის მიხედვით მხატვრული ფილმი გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლს შონ კონერი ასრულებს. მწერლობა უმბერტო ეკოს თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად არ მიაჩნდა.
„მე ფილოსოფოსი ვარ, ხოლო რომანებს დასვენების დღეებში ვწერ“, – ამბობდა ის. 1988 წელს ეკომ სან-მარინოს უნივერსიტეტში კომუნიკაციების დეპარტამენტი დააარსა. ის მილანის, ტურინისა და ფლორენციის უნივერსიტეტებში კულტურის თეორიას და ესთეტიკას ასწავლიდა. ეკო მრავალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები