საფრანგეთის ხელისუფლება ქალაქ კალედან ლტოლვილებს ასახლებს

საფრანგეთის პა-დე-კალეს პრეფექტურამ ლტოლვილების ბანაკიდან მათი გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ადამიანებს ხელისუფლება სპეციალურად აშენებულ საცხოვრებელ მოდულებში გადაასახლებს. საცხოვრებელი ბლოკის ასაშენებლად ხელისუფლებამ 25 მილიონი ევრო დახარჯა. ვინც ბანაკში 23 თებერვლის შემდეგ დარჩება, იქიდან იძულებით იქნება გამოსახლებული. გამოსახლება 800-1000 ადამიანს შეეხება. ამასთანავე, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ამ ბანაკში 2-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს. კალესთან მდებარე ლტოლვილების ბანაკს „ჯუნგლებს“ უწოდებენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში აქ მყოფი ლტოლვილების რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა. ამ ხნის განმავლობაში ბანაკი მინი-ქალაქად გადაიქცა, სადაც მაღაზიები, რესტორნები, მეჩეთი და თეატრიც კი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები