გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაზე რუსეთის პროექტს მხარი არ დაუჭირა

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ შემოთავაზებული რეზოლუციის პროექტს სირიასთან დაკავშირებით მხარი არ დაუჭირა. პროექტის მიხედვით, მოსკოვი „სირიის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შეწყვეტას“ ითხოვდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
19 თებერვალს გამართულ სხდომაზე რეზოლუციის პროექტს ექვსმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მხარი არ დაუჭირეს. სხდომის დაწყებამდე გაეროში საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ფრანსუა დელარტმა რუსული პროექტი გააკრიტიკა. ფრანგი დიპლომატი აცხადებს, რომ რუსეთის პოლიტიკას, რომელიც ბაშარ ასადს მხარს უჭერს, ვითარება ჩიხში შეჰყავს. აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში სამანტა პაუერმა განაცხადა, რომ რუსეთის პროექტს „,მომავალი არა აქვს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები